Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდების შანსები გადათვალა.
მიუხედავად იმისა, რომ რეალმა მანჩესტერ სიტი ტურნირიდან გამოთიშა, სუპერკომპიუტერი მადრიდელებს მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე აყენებს. მთავარ ფავორიტად კი ლონდონის არსენალი რჩება, რომლის ჩემპიონობის შანსი თითქმის 30%-ია.
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების რეიტინგი:
1. არსენალი — 29.7%
2. ბაიერნი — 18.3%
3. ბარსელონა — 15.7%
4. პსჟ — 11.9%
5. რეალი — 9.9%
6. ლივერპული — 7.1%
7. ატლეტიკო — 4.4%
8. სპორტინგი — 3.0%