საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და ისლანდიასთან 1:5 წააგო.
ისლანდიელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, მეორე ნახევარში კი კიდევ ორჯერ გაიტანეს. ჩვენი გუნდისგან ერთადერთი გოლი საბა ავდოევმა შეაგდო.
საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებთა გარდა, 3-გუნდიან ჯგუფში საბერძნეთია - 3-დან 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ასპარეზობას ევრო 2026-ის საკვალიფიკაციოს შემდეგ რაუნდში გააგრძელებს.
სანდრო კობახიძის გუნდი მომდევნო მატჩს საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებთან, 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს.