4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარტის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.
მარტში ფურია როხა ერთა ლიგის 1/4 ფინალში ნიდერლანდებს გასვლაზე და შინ დაუპირისპირდება.
საინტერესოა, რომ კარიერაში პირველად ნაკრებში უხმეს რეალის ახალგაზრდა მცველს, რაულ ასენსიოს. თავის მხრივ, განაცხადს მიღმა დარჩნენ გავი, ალექს ბალდე და ისკო ალარკონი.
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)
მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი), ოსკარ მინგესა (სელტა), პაუ კუბარსი (ბარსელონა), რაულ ასენსიო (რეალი), ინიგო მარტინესი (ბარსელონა), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მარკ კასადო (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), ალექს მერინო (არსენალი), პედრი (ბარსელონა), დანი ოლმო (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი)
ფორვარდები: ლამინ იამალი (ბარსელონა), იერემი პინო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ბრაიან სარაგოსა (ოსასუნა), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (გალათასარაი), სამუ ომოროდიონი (პორტო), აიოზე პერესი (ვილიარეალი).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები