იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ღალატით დაწყებული ურთიერთობა? - იკარდისა და ვანდას სამართლებრივი სკანდალი
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

ღალატით დაწყებული ურთიერთობა? - იკარდისა და ვანდას სამართლებრივი სკანდალი

6 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას ურთიერთობა ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, დრამატული და განხილვადი ამბავია.


წყვილის ისტორია ათწლიანი მძაფრისიუჟეტიანი რომანისა და ქორწინების შემდეგ, საბოლოოდ, მძიმე და კრიმინალურ სამართლებრივ დავაში გადაიზარდა.


მათი ისტორია 2012–2013 წლებში იწყება, როდესაც იკარდი იტალიურ სამპდორიაში თამაშობდა და ახლო მეგობრობა აკავშირებდა თავის თანამემამულე, გამოცდილ ფეხბურთელ მაქსი ლოპესთან. იკარდი და ლოპესი ხშირად ერთად ატარებდნენ დროს და ოჯახებითაც მეგობრობდნენ, თუმცა იმ პერიოდში მაქსი და ვანდა ნარას ქორწინება უკვე კრიზისს განიცდიდა.



2013 წლის ნოემბერში ვანდამ და მაქსიმ ოფიციალურად დაასრულეს ურთიერთობა, გავრცელებული ხმაურისა და ეჭვების ფონზე, რომ ვანდასა და იკარდის შორის რომანი იწყებოდა. უკვე 2014 წლის მაისში იკარდი და ვანდა დაქორწინდნენ, რამაც უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია.



ამის ნათელი დასტური იყო ცნობილი „ვანდას დერბი“, რა დროსაც მაქსი ლოპესმა იკარდისთან ხელის ჩამორთმევაზე საჯაროდ განაცხადა უარი. სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იკარდის საქციელმა, რომელმაც სხეულზე მაქსისა და ვანდას შვილების ტატუ გაიკეთა და განაცხადა, რომ „უყვარს ეს სამი პატარა ანგელოზი“, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.



ქორწინების პარალელურად, ვანდა ნარამ იკარდის არა მხოლოდ მეუღლის, არამედ მისი ოფიციალური აგენტის როლიც მოირგო და ფეხბურთელის კარიერაში რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ტრანსფერში, მათ შორის ინტერიდან პარის სენ-ჟერმენში გადასვლაში დაეხმარა.


წყვილს შეეძინა ორი ქალიშვილი - ფრანჩესკა და იზაბელა. მათი ინტიმური ცხოვრება მუდმივად ხდებოდა მედიის განხილვის საგანი. ვანდა საჯაროდ საუბრობდა მათ ურთიერთობაზე და აცხადებდა, რომ იკარდისთან ინტიმურ ცხოვრებაში სრულ ჰარმონიას პოულობდა, ხოლო ფეხბურთელის თანაგუნდელები ხუმრებდნენ კიდეც მათ მაღალ სექსუალურ აქტივობაზე.


მიუხედავად გარედან იდილიური სურათისა, წყვილის ცხოვრება მუდმივად სკანდალებში ეხვეოდა. პირველი ბზარი 2021 წლის ოქტომბერში გაჩნდა, როდესაც ვანდამ სოციალურ ქსელში საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი შორდებოდნენ და იკარდი ღალატში, კერძოდ არგენტინელ მსახიობთან, მარია ეუხენია სუარესთან კავშირში დაადანაშაულა.



სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პირად შეტყობინებებში განრისხებულმა იკარდიმ ვანდას ტოქსიკური პიროვნება უწოდა, რომელიც მის ცხოვრებას აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ წყვილმა სიტუაციის დროებით განმუხტვა და შერიგება შეძლო (მედიის ცნობით, იკარდი იძულებული გახდა ქონებისა და აქტივების დიდი ნაწილი ვანდას სახელზე გადაფორმებაზე დათანხმებულიყო), ნაპრალები შეუქცევადი გახდა.

ათწლიანი ქორწინების შემდეგ, 2023 წლიდან წყვილის ურთიერთობა საბოლოო ნგრევის ფაზაში შევიდა, ხოლო 2024 წლის შუა პერიოდში ვანდა ნარამ ოფიციალურად დაადასტურა მათი საბოლოო დაშორება და განქორწინება. განშორებას თან ახლდა უმძიმესი ფინანსური და სამართლებრივი დავა, სადაც ვანდა ყოფილი მეუღლისგან თვეში 500 000 ევროს ოდენობის ალიმენტს ითხოვდა, ხოლო იკარდი მას მილიონების მითვისებასა და ბინძურ მანიპულაციებში ადანაშაულებდა.


სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ ვანდა საჯაროდ დაუახლოვდა არგენტინელ რეპერ ელ-განტეს, რაზეც იკარდის მწვავე რეაქცია ჰქონდა და ყოფილი ცოლი საჯაროდ დასაცინ საგნად შეფასა, თავად ფეხბურთელს კი პარალელურად თურქ მსახიობ დევრიმ ოზკანს უკავშირებდნენ.



2024 წლის ნოემბერში კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია, როდესაც ვანდამ იკარდი ბუენოს-აირესის სახლიდან პოლიციის ჩარევითა და მუქარის ბრალდებით გამოასახლა. ამას შიდა ოჯახური ძალადობის საქმეები და ფსიქოლოგიური შემოწმებები მოჰყვა.


2026 წლის ნოემბრისთვის ამბავი ყველაზე ბნელ და შოკისმომგვრელ ფაზაში გადავიდა. არგენტინული მედიისა და სამართალდამცველების ცნობით, ვანდა ნარამ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა და ყოფილი მეუღლე საკუთარი 11 წლის ქალიშვილის ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.


საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც იკარდიმ ბავშვი ოთახში ჩაკეტა, რის შემდეგაც შეშინებულმა გოგონამ დედას ლეპტოპისა და WhatsApp-ის საშუალებით შველა სთხოვა. ვანდა სასწრაფოდ მივარდა ყოფილი ქმრის სახლთან, სადაც პოლიცია და სამართალდამცველები ჩაერთნენ, რადგან ფეხბურთელმა უარი თქვა პოლიციასთან თანამშრომლობაზე და იმ მოწყობილობის გადაცემაზე, საიდანაც ბავშვმა შეტყობინება გაგზავნა.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაურო იკარდის 45-დღიანი მკაცრი შემზღუდავი ორდერი დაეკისრა, რომლის თანახმადაც მას ბავშვიდან 100-300 მეტრზე ახლოს მისვლა და ყოველგვარი კონტაქტი კატეგორიულად აკრძალება. თავად ფეხბურთელმა და მისმა იურიდიულმა გუნდმა ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს:


მაურო იკარდის შვილი არასდროს უცემია.


სამედიცინო შემოწმებამ ბავშვზე დაზიანება არ აჩვენა. მიუხედავად ამისა, იკარდისა და ვანდას მრავალწლიანი სკანდალური ურთიერთობა კვლავ რჩება მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ინტერი
ლიგა 1
პსჟ
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დიეგო პეროტი კვერნაძეზე: "მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიეგო პეროტი კვერნაძეზე: "მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

დიეგო პეროტი კვერნაძეზე: "მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ..."

News image

6 სთ წინ

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

News image

5 სთ წინ

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

News image

1 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება