გიგა ჭიკაძე ვინისიუს ოლივეირასთან ბრძოლას ჩაეხსნა.
ქართველისა და ბრაზილიელის ბრძოლა 21 ივნისს უნდა გამართულიყო, ახლა კი UFC ბრაზილიელისთვის ახალ მეტოქეს ეძებს.
ვინისიუსი სუპერმსუბუქი წონიდან ქვემსუბუქ წონაში გადმოვიდა და ჭიკაძეს უნდა შეხვედროდა, გიგას ჩახსნის შემდეგ კი ის ქარდზე რჩება, თუმცა რამდენად გამოიძებნება 2 კვირაში გასამართი ბრძოლისთვის მისი მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია.
გიგა ჭიკაძემ თავისი ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა, სადაც კევინ ვალიეხოსთან მეორე რაუნდის ნოკაუტით დამარცხდა.