UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ალექს პერეირამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის გაზონზე დაგეგმილ ტურნირზე მისი დებიუტი მძიმე წონაში იდეალურ დროს ხდება და ეს პროცესი, ძველი გეგმებისგან განსხვავებით, ბუნებრივად წარიმართა.
მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თავდაპირველი ჩანაფიქრით, მას მძიმე წონაში გაცილებით ადრე, იანვარში, UFC 324-ის ტურნირზე უნდა ეჩხუბა. ეს ღონისძიება UFC-ისა და კომპანია Paramount-ის ახალი სამაუწყებლო კონტრაქტის სადებიუტო შოუ იყო, სადაც ბრაზილიელი ვარსკვლავის მონაწილეობა დიდ რეზონანსს გამოიწვევდა. გარკვეული მიზეზების გამო გეგმა შეიცვალა და იანვრის ქარდი ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლამ დახურა.
პერეირას თქმით, იანვარში ჩხუბის შემთხვევაში წონის მომატების პროცესი ზედმეტად ძალდატანებული და ხელოვნური იქნებოდა, ახლა კი მან საკმარისი დრო მიიღო, რათა ახალ წონით კატეგორიას ოპტიმალურ ფორმაში შეხვედროდა.
14 ივნისს ალექს პერეირა დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის სერილ განის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ბრაზილიელი გახდება პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, ვინც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვებს საჩემპიონო ქამარს.