ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) 11 ივლისს აშშ-ის გარეთ პირველ ღონისძიებას გამართავს.
RAF-ის პირველ საერთაშორისო ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.
ღონისძიების მთავარი დაპირისპირება მსუბუქ დივიზიონში შედგება, სადაც ერთმანეთს UFC-ის ყოფილი ჩემპიონები, მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო შეხვდებიან.
მერაბ დვალიშვილის დებიუტი RAF-ში სწორედ სეხუდოსთან უნდა გამართულიყო, თუმცა პირველ ჯერზე ჰენრი დაპირისპირებას ჩაეხსნა, ქართველის დებიუტი კი ფრენკი ედგართან შედგა, რომელიც მარტივად დაამარცხა.
თბილისური RAF-ის თანამთავარი დაპირისპირება ქვემძიმე წონაში კაილ სნაიდერსა და აბდულრაშიდ სადულაევს შორის გაიმართება.
საქართველოში გასამართ ღონისძიებაზე ასევე გივი მაჭარაშვილისა და ზაკარი ილემის ჭიდაობაც ჩაინიშნა მძიმე წონაში. თბილისში არმან ცარუკიანიც იჭიდავებს, რომელიც საშუალო წონაში კუატ ხამიტოვს დაუპირისპირდება.
მეინ ივენთი - მერაბ დვალიშვილი vs ჰენრი სეხუდო (მსუბუქი წონა)
კო-მეინ ივენთი - კაილ სნაიდერი vs აბდულრაშიდ სადულაევი (ქვემძიმე წონა)
არმან ცარუკიანი vs კუან ხამიტოვი (საშუალო წონა)
გივი მაჭარაშვილი vs ზაკარი ილემი (მძიმე წონა)
ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია მალე გავრცელდება.