ჯო როგანის აზრით, ილია თოფურიას აქვს დიდი შანსი, რომ ისტორიაში უდიდესი მებრძოლი გახდეს, თუმცა პოდკასტერი UFC-ის ახალ იდეას ღია ცის ქვეშ ჩხუბის შესახებ მკაცრად აკრიტიკებს.
14 ივნისს, მატადორი ჯასტინ გეიჯის უნიკალურ ტურნირზე, UFC White House-ის მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდება.
თოფურია ამ ბრძოლას ფენომენალური სერიით ხვდება. მან UFC-ის სამი ლეგენდა: ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოუეი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. როგანი აღფრთოვანებულია თოფურიას მზაობით, დაიცვას ტიტული ვაშინგტონის არაპროგნოზირებად კლიმატურ პირობებში.
დანა უაითმა ახლახან განაცხადა, რომ ივნისში ვაშინგტონში მწერების პრობლემაა, რაც ღია სივრცეში ჩხუბს კიდევ უფრო ართულებს. როგანმა ამ ტურნირის იდეას მარკეტინგული ხრიკი უწოდა:
ერთადერთი, რაც მაწუხებს, ისაა, რომ ბრძოლა გარეთ ტარდება. ილია თოფურია შესაძლოა ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი გახდეს. ის იმდენად ძლიერია, რომ გიჟობაა მისი მზაობა ტიტული დაიცვას გარეთ - მწერებში, ტენიანობასა და სიცხეში, სადაც შესაძლოა გაწვიმდეს ან ჭექა-ქუხილი იყოს.
სპორტსმენებს შორის აქამდე არსებული პატივისცემა გასულ სამშაბათს დასრულდა, როდესაც BMF-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ, თოფურიას პირად ცხოვრებასა და განქორწინებაზე გააკეთა რეპლიკა, რამაც ეს დაპირისპირება პრინციპულ მტრობად აქცია.
ექსპერტებისა და ქომაგების აზრით, გეიჯის დამარცხების შემდეგ, თოფურიას უდიდეს სტატუსამდე მხოლოდ არმან ცარუკიანის ბარიერის გადალახვა დააშორებს.