დასტინ პორიემ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაეცინა თავისი მრავალწლიანი მეტოქის, კონორ მაკგრეგორისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პორიემ სპორტული კარიერა უკვე დაასრულა, მათ შორის არსებული უთანხმოება კვლავ აქტუალურია. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, სადაც ხორხე მასვიდალთან ერთად განიხილავდნენ მაკგრეგორის მოახლოებულ საჩემპიონო დაბრუნებას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, პორიემ მეტოქეს ძველი მარცხი შეახსენა.
როდესაც საუბარი შეეხო იმას, რომ ორგზის ყოფილი ჩემპიონი მოსამზადებელ ეტაპზე სავარჯიშო დარბაზში ათენებს და აღამებს (სიტყვასიტყვით: დარბაზში სძინავს), დუსტინმა იხუმრა, რომ მაკგრეგორს აბუ-დაბიში გამართულ მატჩში რეალურად მან დააძინა და მას ძილიგუდა მაკი უწოდა.
სპორტსმენების ისტორია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც პირველი შეხვედრა მაკგრეგორის სწრაფი გამარჯვებით დასრულდა. შვიდი წლის შემდეგ გამართულ რევანშში პორიემ მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო, ხოლო მათმა მესამე ბრძოლამ კონორისთვის მძიმე ტრავმა და ხუთწლიანი იძულებითი პაუზა მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მაკგრეგორმა მოგვიანებით შერიგების ნიშნად პორიეს შვილის შეძენაც კი მიულოცა, ეს მტრობა მაინც არ დასრულებულა.