• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მაგომედ ანკალაევსა და უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლები ჩაენიშნათ
UFCUFC

მაგომედ ანკალაევსა და უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლები ჩაენიშნათ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

25 ივლისს აბუ დაბიში, UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი და ხალილ რაუნტრი უმცროსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო თანამთავარ შეხვედრაში სუპერმსუბუქი წონაში უმარ ნურმაგომედოვი და დევიდ მარტინესი იბრძოლებენ.


ეს იქნება ანკალაევის პირველი ბრძოლა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ალექს პერეირასთან საჩემპიონო მარცხი განიცადა, როდესაც შეხვედრა მხოლოდ 80 წამში შეწყდა.


ანკალაევს პროფესიონალურ კარიერაში 21 გამარჯვება, 2 მარცხი და 1 ფრე აქვს. მანამდე იგი UFC-ში ზედიზედ 14 ბრძოლა დაუმარცხებელი იყო, მათ შორის 7 თვით ადრე პერეირასთან მსაჯთა გადაწყვეტილებით მოპოვებული გამარჯვებაც შედის.


რაუნტრი უმცროსიც ცდილობს გამარჯვებების გზას დაუბრუნდეს, რადგან იმავე საღამოს ყოფილ ჩემპიონ ირჟი პროხაზკასთან დამარცხდა. ყოფილმა სატიტულო პრეტენდენტმა ოქტაგონზე ჩატარებული ბოლო 8 ბრძოლიდან 6  მოიგო და ამ შეხვედრებიდან ხუთში დამატებითი ბონუსებიც დაიმსახურა.


ნურმაგომედოვი და მარტინესი კი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსის მოპოვებას შეეცდებიან.


რუსმა მებრძოლმა დეივესონ ფიგეირედოსა და მარიო ბაუტისტასთან ზედიზედ გამარჯვებები მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2025 წელს მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდა, ეს მისი 21-ბრძოლიანი კარიერის ერთადერთი მარცხია.


მარტინესი კი ოქტაგონზე 14 გამარჯვებისა და 1 მარცხის მქონე პროფესიონალური რეკორდით შედის. UFC-ში მან უკვე 3 გამარჯვება მოიპოვა - მარლონ ვერას, რობ ფონტისა და საიმონ ოლივეირას წინააღმდეგ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
უმარ ნურმაგომედოვი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ორ წუთში განადგურების შემდეგ ცარუკიანის უცნაური შეთავაზება მეტოქეს

•UFC

UFC

ორ წუთში განადგურების შემდეგ ცარუკიანის უცნაური შეთავაზება მეტოქეს
•UFC

UFC

როგორ ემზადებიან თოფურია და გეიჯი ტურნირის რთული პირობებისთის

•UFC

UFC

როგორ ემზადებიან თოფურია და გეიჯი ტურნირის რთული პირობებისთის
•UFC

UFC

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას

•ქართული

ქართული

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას
•ქართული

ქართული

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"

•UFC

UFC

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"
•UFC

UFC

News image

01 ივნ, 2026

ორ წუთში განადგურების შემდეგ ცარუკიანის უცნაური შეთავაზება მეტოქეს

News image

14 სთ წინ

როგორ ემზადებიან თოფურია და გეიჯი ტურნირის რთული პირობებისთის

News image

5 სთ წინ

,,შენმა შვილმა უკვე იცის, ვინ ვარ" - თოფურია ჯასტინ გეიჯის მამას

News image

2 სთ წინ

დასტინი: "მაკგრეგორი დავაძინე"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება