• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გიორგების ჯახი ლა ლიგაში - ქართველების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გიორგების ჯახი ლა ლიგაში - ქართველების კვირა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პარასკევს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგა 1-ში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, ლა ლიგაში კი ერთმანეთს გიორგები დაუპირისპირდებიან - ამ კვირაში ქართველების მონაწილეობით არაერთი საინტერესო მატჩი გველის.


პსჟ v მონაკო


ზედიზედ ორი გასვლითი 2:2-ის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი პარიზში ბრუნდება - პსჟ პარკ დე ფრანსზე მონაკოს უმასპინძლებს და ლიგა 1-ში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პირველი პარიზული გოლი სწორედ მონეგასკებს გაუტანა და წლევანდელი ფრანგული სეზონის გახსნასაც მათ წინააღმდეგ შეეცდება - მატჩი პარასკევს, 4 სექტემბერს, 23:05-ზე აიღებს სტარტს.



სევილია v ესპანიოლი


გიორგი ქოჩორაშვილს სევილიაში არც ისე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა - ანდალუსიური კლუბი ატლეტიკოსთან 3:1 დამარცხდა, ქართველი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მადრიდული კლუბი უკვე სამბურთიანი უპირატესობით  იგებდა. ლუის გარსიას გუნდი ხასიათის გამოკეთებას შინ, ესპანიოლის წინააღმდეგ შეეცდება - მატჩი კვირას, 6 სექტემბერს 23:00-ზე დაიწყება.



სასუოლო v ფროზინონე


ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდათ გიორგი კვერნაძეს და ფროზინონეს ფიორენტინასთან - კანარებმა ფლორენციელები სტუმრად 3:0 გაანადგურეს, კვერნაძემ 90 წუთი ითამაშა და ბრწყინვალე საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფროზინონე შემდეგ მატჩს იტალიის თასზე სასუოლოს წინააღმდეგ გამართავს - მატჩი ოთხშაბათს, 2 სექტემბერს 17:00-ზე აიღებს სტარტს.



ვილიარეალი v დეპორტივო


დეპორტივო ალავესთან მინიმალური ანგარიშით მარცხის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი პიერ-ემერიკ ობამეიანგის დეპორტივო ლა კორუნიას დაუპირისპირდება - მიქაუტაძის ანგარიშზე სამ მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, ვეტერანმა გაბონელმა მეტოქეთა კარის აღება სამივე ტურში შეძლო. საინტერესო დაპირისპირება შაბათს, 5 სექტემბერს, 23:00-ზე ესტადიო სერამიკაზე გაიმართება.



ფიურტი v ჰაიდენჰაიმი


ბუდუ ზივზივაძის გუნდმა ბუნდესლიგა 2 მშვენივრად დაიწყო - ჰაიდენჰაიმმა პირველ სამ ტურში ორჯერ იმარჯვა და ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა. მესამე ტურში ფრანკ შმიტის შეგირდებმა შინ დინამო დრეზდენი 5:3 დაამარცხეს, მეოთხე ტურში კი სტუმრად ფიურტს ეწვევიან - მატჩი კვირას, 6 სექტემბერს 15:30-ზე დაიწყება.



რაიო ვალეკანო v რასინგი


ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდებიან - გიორგი წიტაიშვილის რაიო ვალეკანო გიორგი გულიაშვილის რასინგს მიიღებს. გულიაშვილი მოედანს სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა - ქართველი ელჩესთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. 



31 აგვისტო - საზონოვის ხეტაფე v ოსასუნა


2 სექტემბერი - გოგლიჩიძისა და ჩაკვეტაძის უდინეზე v ვენეცია


4 სექტემბერი - მამარდაშვილის ლივერპული v იფსვიჩი


4 სექტემბერი - გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის კადიზი v ალმერია


5 სექტემბერი - დავითაშვილის სენტ-ეტიენი v მონპელიე



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბუდუ ზივზივაძე
გიორგი ქოჩორაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ფსონს კვარაზე გავაკეთებდი" - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ფსონს კვარაზე გავაკეთებდი" - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიზეზი, რის გამოც ხვიჩამ ლილთან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიზეზი, რის გამოც ხვიჩამ ლილთან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი კვარაცხელია პრემიერლიგაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი კვარაცხელია პრემიერლიგაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აყენებს პლატინი კვარას მბაპეზე წინ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აყენებს პლატინი კვარას მბაპეზე წინ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

,,ფსონს კვარაზე გავაკეთებდი" - მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ოქროს ბურთზე

News image

5 სთ წინ

მიზეზი, რის გამოც ხვიჩამ ლილთან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო

News image

5 სთ წინ

ახალი კვარაცხელია პრემიერლიგაში?

News image

2 სთ წინ

რატომ აყენებს პლატინი კვარას მბაპეზე წინ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება