გიორგი მამარდაშვილი ევერტონი-ლივერპულის თამაშიდან საკაცით გაიყვანეს. არნე სლოტმა დაადასტურა, რომ მეკარე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ალისონის არყოფნის ფონზე, მამარდაშვილი Hill Dickinson Stadium-ზე გამართულ პირველ მერსისაიდულ დერბიში ზედიზედ მეექვსედ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.
იმ ეპიზოდში, როდესაც ევერტონმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, ქართველ მეკარეს ბეტოს გაწვდილი ბუცის პირდაპირ მუხლში მოხვდა, რის შემდეგაც კლუბის ექიმებმა დაუყოვნებლივ საკაცე მოითხოვეს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთ კვირაში, როდესაც წითლების მოთამაშეს მოედნის ასე დატოვება უწევს.
ლივერპულის წყევლა: ეკიტიკე ენფილდიდან საკაცით გაიყვანეს
მატჩის შემდეგ სლოტმა ჟურნალისტებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა:
გიორგის საავადმყოფოში წასვლა მოუწია, საკმაოდ დიდი ჭრილობა აქვს, ასე რომ, ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა.