მოჰამედ სალაჰს სურს, რომ ლივერპულიდან სათანადოდ წავიდეს. მან ეს ევერტონთან გამართულ თავის ბოლო მერსისაიდულ დერბიში გატანილი გოლის შემდეგ განაცხადა.
სალაჰმა ანგარიში გახსნა, ლივერპულმა კი Hill Dickinson Stadium-ზე გამართულ პირველ დერბიში 2:1 გაიმარჯვა. ვირჯილ ვან დაიკის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა თავურმა წითლებს სამი ქულა მოუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები გაუზარდა.
სალაჰისთვის ეს პრემიერ ლიგის ფარგლებში ევერტონის კარში გატანილი მეცხრე გოლი იყო, რაც ამ დაპირისპირების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებლის გამეორებაა.
ეგვიპტელი ფეხბურთელი ბედნიერია, რომ თავისი კვალი დატოვა და იმედოვნებს, რომ ზაფხულში წასვლამდე ლივერპულის მაისურით კიდევ ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს შექმნის.
სალაჰმა განაცხადა:
შესანიშნავი შეგრძნებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გუნდს დავხმარებოდი დამშვიდებაში და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. თამაშის წინ ვიცოდით, რომ რთული და დაძაბული მატჩი იქნებოდა და მიხარია, რომ გამარჯვება შევძელით. ვისურვებდი, რომ კვლავ გავაგრძელო გოლების გატანა და დავეხმარო გუნდს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში. იმედი მაქვს, კლუბს სათანადოდ დავემშვიდობები.