კვირის საჩემპიონო დაპირისპირებამ მანჩესტერ სიტისა და არსენალს შორის, მოლოდინისამებრ, დრამა შემოგვთავაზა.
ნორვეგიელმა პრემიერ ლიგაში თავისი უგოლო სერია იდეალურ დროს შეწყვიტა. მას შიდა ჩემპიონატში 11 თებერვლის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი.
ჰალანდი საჯარიმოში გაბრიელს დაუსხლტა, საკმარისი სივრცე შექმნა ბურთისთვის საბრძოლველად და ანგარიში 2:1 გახადა, რამაც ეტიჰადზე დიდი ოვაციები გამოიწვია.
ერლინგ ჰალანდს არსენალის წინააღმდეგ პრემიერ ლიგის 8 მატჩში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. არსენალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირებების ისტორიაში პრემიერ ლიგის ეგიდით მასზე მეტი მხოლოდ სერხიო აგუეროს (8 გოლი 15 მატჩში) და კევინ დე ბრუინს (8 გოლი 16 მატჩში) აქვთ გატანილი.
ეს ნიშნავს, რომ მან ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო ოთხივე პრემიერ ლიგურ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. გარდა ამისა, მის ინდივიდუალურ ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 23 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა ის!
ერლინგის გოლით მოგებული მატჩით სიტი არსენალს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ერთით მეტი თამაში აქვს ჩასატარებელი.