პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ლონდონის არსენალს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
მატჩი ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო. ანგარიში მე-16 წუთზე რაიან შერკიმ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, სიტის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - სულ რაღაც 107 წამში, ჯანლუიჯი დონარუმას უხეში შეცდომის შემდეგ, კაი ჰავერტცმა წონასწორობა აღადგინა.
გადამწყვეტი სიტყვა კი ერლინგ ჰალანდმა თქვა. 65-ე წუთზე ნორვეგიელმა ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით არსენალის ეტიჰადზე მოუგებელი 10-წლიანი სერია გაგრძელდა, საჩემპიონო ბრძოლა კი სეზონის ფინიშზე კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა.
მან სიტიმ 67 ქულა დააგროვა და არსენალს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.