გიორგი მამარდაშვილის მიერ მერსისაიდულ დერბიში მიღებული ტრავმის სიმძიმე გაირკვა.
ქართველმა მეკარემ დაზიანება ევერტონთან გუშინდელ მატჩში მიიღო, როდესაც მეტოქესთან შეტაკების შედეგად თამაში ვეღარ გააგრძელა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
„გიორგი მამარდაშვილს გუშინ ღამით ანესთეზიით ღია ჭრილობა გაუკერეს, რომელიც მუხლს ქვემოთ ევერტონის შემტევთან შეჯახების შემდეგ გაეხსნა.
ფეხბურთელის დაბრუნება ჭრილობის შეხორცებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს განაპირობებს მუხლის მოხრა-გაშლას", - წერს სოციალურ ქსელში ქართული გამოცემა Geo Team.