უოტფორდის მთავარი მწვრთნელი, ხავი გრასია გეგმავს, შაბათს ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ გასამართი FA თასის მესამე რაუნდის მატჩი იმ ფეხბურთელებისთვის სათამაშო წუთების მისაცემად გამოიყენოს, რომლებსაც ბოლო პერიოდში მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ.
ესპანელმა სპეციალისტმა ჰალ სიტის წინააღმდეგ გასვლით მატჩში, რომელიც გასულ კვირას გადაიდო, გიორგი ჩაკვეტაძის დასვენება გადაწყვიტა და შესაძლოა კლუბი კვლავ სიფრთხილით მიუდგეს მის მდგომარეობას.
„გიორგისთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის დიდი ხნის ტრავმის შემდეგ ბრუნდება.
მას განსაკუთრებული ტკივილი არ აწუხებს, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესია ცოტათი მოვუფრთხილდეთ და დარწმუნებული ვარ, როცა დაგვჭირდება, მზად იქნება.“ - განაცხადა გრასიამ ქართველთან დაკავშირებით.