მარტის ამხანაგური მატჩებისთვის სანაკრებო შემადგენლობაში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ უოტფორდის ბოლო ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა.
შეძლებს თუ არა ქართველი მცველი მოახლოებულ შეხვედრებში მონაწილეობას, მოთამაშის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელთან და ლიეტუვასთან შეხვედრებისთვის განაცხადში ბერძნული პანსერაიკოსის მცველი ივა გელაშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ეროვნული გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება.
1 დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის