იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნოტინგემ ფორესტი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით ინტერესდება.
ინგლისური OnTheMinute-ის ცნობით, კი ნოტინგემთან ერთად ქართველი მცველის გადაბირება ნიუკასლსა და სანდერლენდსაც სურთ.
21 წლის მცველმა იტალიის სერია ა-ს გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, ემპოლი კი სერია ბ-ში დაქვეითდა.
იტალიურ პრესაში კი სერია ა-ს კლუბების ინტერესის შესახებაც იწერება - გაიჟღერა პარმასა და უდინეზეს ვარიანტებმაც.
გოგლიჩიძე იანვარში რომაში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. საბას ემპოლისთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.