უიმბლდონის კვალიფიკაციის მეორე რაუნდში თავისი მატჩი გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ქართველი ჩოგბურთელი ჰონგ კონგელ ვონგს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7-6, 7-6) დაამარცხა.
შედეგად ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ ხუან პაბლო ფიკოვიჩს შეხვდება.
ნიკოლოზი ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვდება. თამაში 27 ივნისს გაიმართება.
მეორე რაუნდში კვალიფიკაციას გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც შვეიცარიელ ნაეფთან 2 სეტში (6-1, 6-1) დამარცხდა.