საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის შეხვედრა ლუქსემბურგთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმო და A ლიგაში გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.
ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამარჯვებით (3:1) დაიწყო, შემდეგ უელსთან (2:3) დამარცხდა, ხოლო მესამე ტურში, სადაც ჯგუფში მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ფრეც საკმარისი იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+2-ე წუთზე) სტუმართა მხრიდან ლია ალფონსო-ტოსიმ გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა B ლიგის მეოთხე ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. ჯგუფის გამარჯვებელი უელსი გახდა (7 ქულა) და A ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო მეორე პოზიციაზე გასულმა ჩრდილოეთ მაკედონიამ (4 ქულა) შესაძლოა საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით შეძლოს წინსვლა.