ეკო გორგოძემ ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ჩელენჯერზე, ერთეულთა შორის, გამოსვლა 1/2 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 257-ე ჩოგან ფრანგ ალის რამესთან 3 სეტში დამარცხდა - 2:6; 6:1; 2:6.
ეკო წყვილთა თანრიგში ესპანელ ირენე ბურილოსთან ერთად თამაშობს და ფინალშია გასული - ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ წყვილს, ლეირე რომეროსა და ტარა უერტს დაუპირისპირდებიან.