VIDEO: ბუნიოდქორს დუბლით მოაგებინა - აშორტიამ ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იმედა აშორტიამ უზბეკეთის სუპერ ლიგის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ქართველმა ამჯერად დუბლი შეასრულა და საკუთარ ბუნიოდქორს ნოვბაჰორთან გასვლითი შეხვედრა 2:0 მოაგებინა.
აშორტიამ ანგარიში მე-7 წუთზე ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გახსნა, 21-ე წუთზე კი მახვილი კუთხიდან შეაგდო და თავის უზბეკურ კარიერაში პირველი დუბლი მიითვალა.
ქართველმა შემტევმა სუპერ ლიგის 25-ე თამაშში მე-7 გოლი შეაგდო - ასევე 2 საგოლე პასი აქვს. წინა ტურშიც გაიტანა, იქამდე კი ასისტი გააკეთა, ასე რომ, 3 თამაშია მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ ბუნიოდქორის კიდევ ერთი ქართველი, ნიკა მალი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.
დღევანდელი გამარჯვებით, ბუნიოდქორმა, რომელიც, სხვათა შორის, ლეგენდარული რივალდოს ყოფილი კლუბია, 43 ქულა მოაგროვა და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებს - სხვაობა 4 ქულაა, სათამაშო კი კიდევ 5 ტურია.
ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს, ერთ-ერთ აუტსაიდერ და პლეი-აუტის ზონაში მყოფ მაშალ მუბორაკთან გამართავს.