VIDEO: 1:2-დან მოიგეს - ფუტსალის ნაკრებმა ყირგიზეთი დაამარცხა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2026-ის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ყირგიზეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისი არენაზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:2. გოლები ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ჩიმაკაძის ანგარიშზეა.
მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა, საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუასა და შოთა თოფურიას ეროვნულის ნაკრების 100-ნომრიანი ფორმები გადასცეს. თოდუამ მეასე შეხვედრა სლოვაკეთის წინააღმდეგ, ევრო 2026-ის პლეი-ოფში ჩაატარა, ხოლო თოფურიასთვის სწორედ ყირგიზეთთან მატჩი იყო მეასე სანაკრებო თამაში.
საქართველოს და ყირგიზეთის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ინფორმაციისთვის, ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთში, 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ევრო 2022-ზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.