VIDEO: ძლიერი დარტყმით შეაგდო - ლობჯანიძემ ჟენისს ქულა გადაურჩინა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და ჟენისს სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ ატირაუსთან ქულა გადაურჩინა.
ჟენისი, რომლის მთავარი მწვრთნელი დილასა და დინამო ბათუმის ექს-დამრიგებელი, ანდრი დემჩენკოა და მის რიგებში ამპლუით მცველი ზურაბ თევზაძეც თამაშობს, ატირაუსთან მეორე ნახევრის შუაში ჩამორჩა, ლობჯანიძე კი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
შემოსვლიდან 10 წუთში, ტანმაღალმა ქართველმა ფორვარდმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.
ლობჯანიძემ პრემიერ ლიგის 2025 წლის სეზონი ყიზილყუმის რიგებში დაიწყო და 8 მატჩში 3 გოლიც შეაგდო, ჟენისში კი ივლისში გადავიდა და 10 თამაშში 4 გოლი და 1 ასისტი აქვს - სასტარტოში მხოლოდ ერთხელ დაიწყო, 9 შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა.
ჟენისის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, ზურაბ თევზაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. დემჩენკო მას ენდობა და მიმდინარე სეზონის აბსოლუტურად ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე აქვს ნათამაშები - 2 გოლიც გაიტანა.
25 ტურის შემდეგ, ჟენისს 35 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში დასარჩენად მებრძოლ კაისარს უმასპინძლებს.