გორი ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
15 ნოემბერს გორის ახალ სპორტის სასახლეში გასამართ ტურნირზე ამ დროისთვის 24 ქვეყნის ფალავანია დარეგისტრირებული.
შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორიც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა (სპორტის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით), ორ წონით კატეგორიაში ჩატარდება.
აბსოლუტურს პირველად დაემატება 80 კგ წონითი კატეგორია, რაც ტურნირის სანახაობრიობას კიდევ უფრო გაზრდის.
ტურნირზე მონაწილეთა რეგისტრაცია დღეს, 10 ნოემბერს სრულდება, 14 ნოემბერს სპორტსმენთა აწონვის ცერემონია გაიმართება, ხოლო უშუალოდ ასპარეზობებს გორი 15 ნოემბერს უმასპინძლებს.