უნგრეთის ნაკრებს საქართველოსთან შეხვედრაში შესაძლოა დონინიკ სობოსლაი ვერ დაეხმაროს.
უნგრული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის ფეხბურთელის მონაწილეობა მუხლის დაზიანების გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სობოსლაიმ ბუდაპეშტში სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა მისი შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, ითამაშებს თუ არა უნგრელთა ლიდერი თბილისში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
მის შესაძლო შემცვლელად იოზეფ ურბლიკი განიხილება, რომელსაც უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.
საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე გაიმართება.