იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრავმებზე, დებიუტანტებზე, მიზნებზე - სვანაძის სრული პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ტრავმებზე, დებიუტანტებზე, მიზნებზე - სვანაძის სრული პრესკონფერენცია

37 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ნოემბრის საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.


ამ შეკრების მნიშვნელობა


ვიწყებთ შეკრებას ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ყოველმხრივ მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენთვის. პირველი და ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაფიქსიროთ და ორივე თამაშში დადებით შედეგს მივაღწიოთ.


ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად ეს არის ის პირველი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება დრო და ის სავარჯიშო რამდენიმე დღე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელებს გადავცეთ, გავუზიაროთ ის იდეები, ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში. ამიტომ უმნიშვნელოვანესი შეკრებაა."


ტრავმები


,,ტრავმირებული ბევრია და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ხვიჩა, თავისთავად, რომელიც ყველას დაგვაკლდება. პლუს ამას ემატება კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, და ასევე ტრავმირებულია ფეხბურთელების ძალიან დიდი ჯგუფი.


თუმცა, ეს არის ყოველთვის შანსი ახალი ფეხბურთელებისთვის, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ. არიან ჩვენთან ახალი სახეები ნაკრებში, ამიტომ დანარჩენი ყველაფერი თვითონ გადაწყდება როგორც სავარჯიშო პროცესში, ასევე თამაშის დროს."


წიტაიშვილი


,,წიტაიშვილის თემას რაც შეეხება, ყველა მწვრთნელი ბედნიერია, როცა გუნდში ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციის ათვისება შეუძლია. ჩვენთან ბევრი ფეხბურთელია ასეთი.


სანაკრებო სიას თუ ჩავხედავთ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა მიმართულებით… მე შემიძლია, რომ გამოვიყენო სხვადასხვა მიმართულებით.


ამიტომ წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე გადაწყდება იქიდან გამომდინარე, თუ რა სისტემით ითამაშებს საქართველოს ნაკრები და პლუს, ვინ არის მოწინააღმდეგე."


კაპიტანი


საქართველოს ნაკრებში კაპიტანი არის ხვიჩა კვარაცხელია, გვყავს ორი ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე. ამ თამაშებში კაკაბაძე იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი.


წინა მატჩები


,,რა თქმა უნდა, გაკეთდა ანალიზი, აბსოლუტურად სრული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ სად გვქონდა პრობლემები;


ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ სად გამოვიყურებით შედარებით კარგად. და მერწმუნეთ, რომ თითოეულ მომენტზე თუ სათამაშო სიტუაციაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა პრობლემური, მოხდება რეაგირება.


მოხდება რეაგირება და აღვნიშნე ის, რომ ვინაიდან გვაქვს 3-4 დღე სავარჯიშოდ, ეს ძალიან კარგია. კარგია იმიტომ, რომ რეალურად შევეხებით იმ პრობლემებს, რომლებიც თამაშის დროს გამოჩნდა.


რაც შეეხება მთლიან სიტუაციას, მაინც საწყისებზე ვართ. ახლა იწყება ეს ფორმირება იმ გუნდის, იმ თამაშის, რომელიც ჩვენ გვინდა.


ამიტომ მე ვიცი, რომ ძალიან რთული თამაშები გვექნება. ისიც ვიცი, რომ გაგვიჭირდება. თუმცა, მე მინდა ვნახო ხასიათი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, და რაც უფრო სწრაფად დავუბრუნებთ ამ ხასიათს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის."


სამწვრთნელო შტაბი


,,ვაგრძელებთ იგივე შემადგენლობით, არავინ არსად არ მიდის. ცვლილება სამწვრთნელო შტაბში არ არის. ჩემი ასისტენტები, როგორც ახალი წევრები, არიან ზაურ სვანაძე და გიორგი ადამია და ისინი შემოუერთდებიან სამწვრთნელო შტაბს."


დებიუტანტები


,,ყალიჩავათი დავიწყებ. ძალიან კარგი სეზონი აქვს, განსაკუთრებით ოქტომბრის თვე. და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვეზარდა კონკურენცია ამ რგოლში. აუცილებელია კონკურენცია.


ასევე, ჩვენ გვყავს კერესელიძე, ძალიან კარგი მეკარე. არ ვართ უკმაყოფილო მისი თამაშით, უბრალოდ, კონკურენციის მომენტი მინდა, რომ იგრძნოს ყველა ფეხბურთელმა. ეს იყო ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში.


და, რა თქმა უნდა, კიდევ ფეხბურთელის თამაში, ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი მაღალი დონის მეკარეა, ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა.


რაც შეეხება მაისურაძეს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონკურენცია დაცვის მარჯვენა ფლანგზე და მისმა ბოლო დროინდელმა შედეგებმა მოგვცა საშუალება, რომ ის ჩვენთან ერთად ყოფილიყო. დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული.


იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი მოისწრაფიშვილზე. ზოგადად, ვთვლი, რომ მას აქვს ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი. მისი პრობლემა ყოველთვის იყო უბრალოდ მისი ფიზიკური მომზადება, ინტენსიური თამაში ფეხბურთის. ბოლო პერიოდში სლოვაკეთში სტაბილურად თამაშობს.


ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი თამაში მისი შესრულებით, ამიტომ თუ ის ამ კომპონენტში მოუმატებს და ისეთი იქნება, როგორც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი შევსება იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. დანარჩენი ყველაფერი ვარჯიშებზე გამოჩნდება.


გავლენა, რა თქმა უნდა, იქონია ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ჯგუფია ფეხბურთელების, განსაკუთრებით შეტევის ხაზში გვყავს ტრავმირებული. და, როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს არის ახალი შანსი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.


სიახლეები საქართველოს ნაკრებს სჭირდება და კონკურენციის მიმართულებით ეს ყველაფერი გაგრძელდება.


აზაროვი


,,ირაკლი აზაროვი მზად არის თამაშისთვის. მან ჩაატარა ტრავმის შემდეგ რამდენიმე თამაში.


როგორც ვნახეთ, თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ამიტომ აზაროვი ის ფეხბურთელია, რომლის კლასი საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება. ამიტომ ის აუცილებლად მიიღებს შანსს და ისიც ჩვენთან ერთად არის."


ხარებაშვილი


,,პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, საბა ხარებაშვილი ტრავმირებულია. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, ის დავუთმეთ U19 ნაკრებს.


დავუთმეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაკრების წარმატება, ისევე როგორც U19 ნაკრების წარმატება. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება ვერც ჩვენ და ვერც U19 ნაკრებს.


ასევე ტრავმირებული გვყავს ბართიშვილიც და ეს ყველაფერი დანაკლისია U19 ნაკრებისთვის."


ხვიჩას ტრავმა


ხვიჩას ტრავმა, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა ეს ფეხბურთია. ჩვენ ყველას გვქონდა საუბარი ხვიჩასთან, ყველანი მის გვერდით ვართ. დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება. თუნდაც მისი განვლილი გზა და მისი ხასიათი რომ ავიღოთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ.


ნარიმანიძე და დაცვის ხაზი


,,სანდრო ნარიმანიძეს რაც შეეხება, გეთანხმებით, ძალიან კარგი სეზონი აქვს. შარშანაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, გახდა ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის უკვე კონკურენციაშია.


დღეს ის ამ შეკრებაზე არ არის ჩვენთან ერთად, არ არის ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ასევე გვყავს მარცხენა ფეხით მოთამაშე 2 ცენტრალური მცველი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ლოჩოშვილს და დვალს.


ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, თუ ვინმეზე შეიძლება პრეტენზია არ გვქონდეს, უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზი და ამ მხრივ კონკურენციის მომენტია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ სანდრო განაგრძობს ამ ყველაფერს, ძალიან მალე ისიც მოირგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს.


პლუს ამას დავიმატეთ ჯიმი ტაბიძე. აქაც მიზეზი არის ის, რომ მას თანაბრად შეუძლია ორი პოზიციის დაფარვა, როგორც წიტაიშვილზე იყო კითხვა, ანალოგიური სიტუაციაა ჯიმისთან დაკავშირებით.


ზოგადად, ეს სია ისე არის დაკომპლექტებული, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე პოზიციის დაფარვა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სისტემურად შეგვეძლოს შეცვლა როგორც მატჩის მსვლელობისას, ასევე თამაშის დაწყების წინ."


სტანდარტული სიტუაციები


,,ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია თანამედროვე ფეხბურთში. ბოლო თამაშები, პრინციპში, ის 3 თამაში, რომელზეც უკვე მე ვიყავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამ მხრივ გვქონდა სირთულეები, თუმცა საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალურად გავართვით თავი.


შეკრებიდან შეკრებამდე ვცდილობთ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწოთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. დანარჩენს თამაშები გვიჩვენებს.


გიორბელიძე და გადრანი


,,ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია, ამიტომ ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას, აუცილებლად მოხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. უბრალოდ, კონკურენციის მომენტებია.


აქაც იგივე გიორბელიძის შემთხვევაში, ხომ? ვთქვი თავიდანვე, რომ სია ისე არის დაკომპლექტებული, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რამდენიმე სისტემა გამოვიყენოთ თამაშის დროს. შეტევით ვარიანტზე ბევრი ვილაპარაკეთ, უკვე დაცვის მარცხენა ფრთაზე იგივე, თუნდაც იგივე აზაროვის სახით;


ასევე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ 3 ცენტრალური მცველით სისტემაზე, გვყავს წიტაიშვილი, გვყავს იგივე აზაროვი;


და თუ ვლაპარაკობთ უკვე იმაზე, რომ 4 მცველით ვთამაშობთ, დაცვითი სტილის მოთამაშეები ძალიან ბევრი გვყავს ისეთი, რომელსაც შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში.


გიორბელიძის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამოწვეულია კონკურენციიდან. სხვა არაფერი არ არის საერთოდ. დანარჩენი, უბრალოდ, მასზე იქნება დამოკიდებული, და ანალოგიურია გადრანის შემთხვევაშიც."


ბალანსი და სათამაშო სისტემა


იმ დღიდან, როდესაც მე გავხდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მიუხედავად დროის სიმცირისა, ვარჯიშის საშუალება არ გვქონდა, გასაგებია ეს ყველაფერი, თუმცა უკვე იმ დღიდან ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ასე დარჩება ყოველთვის.


ორივე ერთად გვჭირდება, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბალანსზე, თვითონ თამაშის, თუნდაც წინა 3 თამაში რომ ავიღოთ, იქაც ჩანდა ის, რომ ბალანსს ვიცავთ და ბალანსის დაცვას გავაგრძელებთ მანამ, სანამ მაქსიმალურად არ დაიხვეწება ეს ყველაფერი.


ეს შეიძლება შეეტყოს სათამაშო სისტემასაც. კონკრეტულ თამაშებზე კონკრეტული სისტემა იქნება, თუმცა ჩვენთვის მთავარი იქნება ის, რომ ძირითადი პრინციპი სათამაშო იყოს ერთი და იგივე.


ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რატომ გვინდა ის, რომ ჩვენი თამაში გახდეს სისტემური? გვინდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდეს გრძელვადიანი სტაბილურობა და წარმატება და არ ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რომ დღეს, ვთქვათ, ასეთ ფორმაში ვართ, ხვალ შეიძლება ვიღაც ფორმაში არ იყოს ან 1 თამაში მოვიგოთ და მერე ჩავარდნა გვქონდეს.


როცა დროზე ვსაუბრობ, აი, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თამაშზე გამოვალთ და არ გვექნება დაცული ის ბალანსი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ კონკრეტულ თამაშზე ის შედეგი დავაფიქსიროთ, რაც ყველას გაგვიხარდება.


მიზნები


ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენ გვაქვს ჩვენი კოზირები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. გასაგებია მათთვის სატურნირო მდგომარეობა, გასაგებია მათი მოტივაცია, თუმცა არანაკლები მოტივაცია გვექნება ჩვენც და არანაკლებად გვჭირდება ქულები, თუნდაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე.


პლუს, სახლში ვთამაშობთ, გეთანხმებით სობოსლაის შეფასებაში, თუმცა ასევე დავამატებ, რომ სობოსლაი არ არის მხოლოდ უნგრეთის ნაკრები... მათ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. პლუს, ეს გუნდური თამაშია.


თუნდაც პირველი თამაში რომ შევაფასოთ, მიუხედავად მძიმე სასტარტო წუთებისა, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ წასაგები გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ფაქტობრივად გამოვიდა, რომ წავაგეთ.


ამიტომ გვაქვს შანსი იმისა, რომ რევანშზე ვიფიქროთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ 14-ში ისე დამთავრდეს თამაში, როგორც ყველას გვინდა". - რამაზ სვანაზის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.


14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდება.


ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ვინ დაემატა ნაკრების განაცხადს?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
რამაზ სვანაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები, 18-წლამდელთა ევროპა რაგბიში და სხვა ქართული მოვლენები - ქართველების კვირა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები, 18-წლამდელთა ევროპა რაგბიში და სხვა ქართული მოვლენები - ქართველების კვირა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო" - კანკავა დინამოს დაემშვიდობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო" - კანკავა დინამოს დაემშვიდობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ვინ დაემატა ნაკრების განაცხადს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ვინ დაემატა ნაკრების განაცხადს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან

News image

8 სთ წინ

ეროვნული ნაკრები, 18-წლამდელთა ევროპა რაგბიში და სხვა ქართული მოვლენები - ქართველების კვირა

News image

4 სთ წინ

,,ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო" - კანკავა დინამოს დაემშვიდობა

News image

1 სთ წინ

ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ვინ დაემატა ნაკრების განაცხადს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება