საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველ შეხვედრაში კანადის ნაკრები ანგარიშით 59:14 დაამარცხა.
ბორჯღალოსნები ტურნირის მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, ავჭალის სტადიონზე, ტონგას წინააღმდეგ გამართავენ.
ამ შეხვედრისთვის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრებს ორიაკის თედო აბჟანდაძე შეუერთდა, რომელიცამდე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.
რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ერთა თასის ბოლო ტურში ტონგამ ბუქარესტში რუმინეთის ნაკრები 43:38 დაამარცხა და B ჯგუფის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ნიკა აბულაძე (ექსეტერი), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ვანო კარკაძე (ოიონა), ლუკა გოგინავა (ბეზიე), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი);
მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი), კოტე მიქაუტაძე (ბრივი), გიორგი ჯავახია (ანგულემი);
მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ბექა გორგაძე (პო), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა შვანგირაძე (ლიონი);
ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (ანგულემი), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი);
მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);
ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), გიორგი ხაინდრავა (ნიცა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი);
ფრთა: ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).