ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ატლეტიკომ შინ აინტრახტი გაანადგურა.
მეტროპოლიტანოზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა. როხიბლანკოს მხრიდან ერთ-ერთი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.
პირველი გამარჯვება ლიგაზე - ატლეტიკომ ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო 5 გოლის გატანა
ფრანგისთვის ეს საიუბილეო მე-200 გოლი აღმოჩნდა მადრიდული გუნდის შემადგენლობაში. გრიზმანი ატლეტიკოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც 200 გოლის გატანა შეძლო.
1. ანტუან გრიზმანი - 200 გოლი
2. ლუის არაგონესი - 159 გოლი
3. ადრიან ესკუდერო - 153 გოლი
4. ფერნანდო ტორესი - 129 გოლი
5. ხოსე ეუოლოგიო გარატე - 127 გოლი
ამ მიღწევით ფრანგმა კიდევ უფრო განიმტკიცა ატლეტიკოს ლეგენდის სტატუსი.