ირანული ფეხბურთის ლეგენდამ, ალი ქარიმიმ მოჰამედ სალაჰს მიმართა.
"ირანში 20-ზე მეტი ფეხბურთელი და ფუტსალის მოთამაშე, მწვრთნელი და მსაჯი, როგორც ქალი, ისე მამაკაცი, მოკლულია. მრავალი სხვა დააპატიმრეს და მათ სიკვდილით დასჯის საფრთხე ემუქრებათ.
ვინაიდან ადამიანობა არ არის შეზღუდული კანის ფერით, ეთნიკური წარმომავლობით ან რელიგიით, გთხოვთ, ამაზეც გააჟღეროთ ხმა და დასვათ კითხვები თავისუფლების მაძიებელი ირანელების შესახებ, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს." - წერს ქარიმი სოციალურ ქსელში ეგვიპტელი ფეხბურთელის ძველი პოსტის საპასუხოდ.
ქარიმი მოჰამედ სალაჰის ძველ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ლივერპულის შემტევი UEFA-ს პალესტინელი პელეს, სულეიმან ალ-ობეიდის დაღუპვის შესახებ მიმართავს: "შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ, სად და რატომ დაიღუპა ის?"
რამდენიმე დღის წინ, ირანის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსაც მოუწოდა, ირანში პროტესტების დროს დაღუპულთა შესახებ ხმა ამოეღო.
ალი ქარიმიმ ირანის ნაკრებში 1998-2012 წლებში ჩატარებულ 127 მატჩში 38 გოლი გაიტანა. ის 2005-2007 წლებში მიუნხენის ბაიერნში ასპარეზობდა.