• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"გუნდში არიან როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მოთამაშეები, ამ საკითხს უნდა მივხედოთ" - სანიოლი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"გუნდში არიან როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მოთამაშეები, ამ საკითხს უნდა მივხედოთ" - სანიოლი

14 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


"მატჩი დაბალ ტემპში, ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ადვილად შეგვეძლო. თუმცა, კარგად ვიცით, რომ თუკი ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ყველაფერს არ გაიღებ, შანსი არ გექნება. მათი მოთამაშეები მაღალი დონის ლიგებში თამაშობენ და კარგად ესმით, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრაში როგორი შეგნებით უნდა ითამაშო. ჩვენ ასე არ დაგვიწყია. ეს დიდი განსხვავება იყო.


გასულ წელს ჩვენი მებრძოლი სული, ერთიანობა და ის ფაქტი განგვასხვავებდა, რომ ბოლო სასტვენამდე ისე ვიბრძოდით, თითქოს ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი თამაში ყოფილიყო. ვფიქრობ, ბოლო დროს ეს თვისება ნელ-ნელა დავკარგეთ. ეს გვაბრუნებს იმ პერიოდში, როცა ვიცოდით, რომ მოსაგებად ნებისმიერ შეხვედრაში ბევრი, ძალიან ბევრი უნდა გვებრძოლა. ბოლო დროს ეს დავივიწყეთ და უახლოეს კვირებსა თუ თვეებში ჩვენი ამოცანაა, რომ ისევ ისეთი მოტივირებული საქართველოს ნაკრები დავაბრუნოთ.


გუნდში არიან როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მოთამაშეები. უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უნდა მივხედოთ. ჩვენ იმაზე მეტის გაკეთება მოგვიწევს, ვიდრე შეგვიძლია.


ჩვენ გვაქვს კომპონენტები, რომლებზეც მომავალში უნდა ვიმუშაოთ. თურქეთი ძლიერი გუნდია. მატჩის ბოლო ნაწილში ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშით ვამაყობთ და მომავალში ამის მიხედვით ვიმუშავებთ.


მე მჯერა ჩემი მოთამაშეების. მჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია წარმატების მიღწევა. თუმცა, ნათლად უნდა ვთქვა: თუ არ შევეგუებით იმ აზრს, რომ ყველა მატჩში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, შანსი არ გვექნება. ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი აქცენტი მომდევნო პერიოდში - გუნდური ძალების აღდგენა, ინდივიდუალურ ნიჭზე დაყრდნობის ნაცვლად. დიახ, ჩვენ გვყავს კარგი ინდივიდუალური მოთამაშეები, მაგრამ სხვა გუნდებსაც ჰყავთ. განსხვავება ის უნდა იყოს, რომ ძლიერ გუნდად ვიქცეთ", - განაცხადა სანიოლმა.


შესარჩევი ეტაპის 4 ტურის შემდეგ, საქართველოს 3 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება - ლიდერ ესპანეთს 12 ქულა აქვს.


ნოემბრის სანაკრებო პაუზისას, ჩვენი გუნდი ჯერ ესპანეთს უმასპინძლებს (15 რიცხვში), შემდეგ კი ბულგარეთს ესტუმრება (18-ში).

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ვილი სანიოლი
თურქეთის ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
თურქეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

•ქართული

ქართული

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე
•ქართული

ქართული

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები

•ქართული

ქართული

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები
•ქართული

ქართული

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

•ქართული

ქართული

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს
•ქართული

ქართული

News image

03 მარ, 2026

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

News image

03 მარ, 2026

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

News image

03 მარ, 2026

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები

News image

03 მარ, 2026

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება