აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 15 მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში 15 მედალი მოიპოვეს, აქედან 11 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.
აღნიშნული შედეგით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის თასი მოიპოვა.
საერთაშორისო ტურნირზე 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.