ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე, მარიამ ბოლქვაძემ გამოსვლა დაასრულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალურ ეტაპზე ლიეტუველი ივეტა დაპკუტე დაამარცხა (6:7; 6:3; 6:0), 1/8 ფინალში - ლუქსემბურგელი მარია ვეკერლი (6:4; 6:4), ხოლო 1/4 ფინალში - ინდოელი ვაიშნავი ადკარი (6:3; 6:4).
1/2 ფინალში ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილ (ბოლქვაძე მე-8 ნომრად იყო) ბრიტანელ ემილი ეპლტონზე გავიდა, 4:6; 6:7 დამარცხდა და ფინალის საგზურის გარეშე დარჩა.
ხვალ, ეპლტონი (WTA-ს რეიტინგის 481-ე ნომერი) სრულად ბრიტანულ ფინალში იურიკო ლილი მიიაზაკის (321-ე ნომერი) შეხვდება.