VIDEO: ლამაზი დარტყმა კუთხეში - არდაზიშვილმა ჩინეთში ისევ გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რატი არდაზიშვილმა, ჩინეთის ლიგა 1-ის (მე-2 დივიზიონი) მე-7 ტურში, შიძაჟუან გონგფუს გაუტანა.
გუანსი ენჩენის ქართველმა შემტევმა, 73-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 2:0-ს იგებდა, საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით შეაგდო და მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი მიითვალა.
არდაზიშვილს 7 ტურში 3 გოლი აქვს, მის გუანსი ენჩენის კი - 12 ქულა (მე-2 ადგილოსანთან სხვაობა 2 ქულაა). მომდევნო ტურში, 10 მაისს, მე-7 ადგილოსან იანბიან ლონგდინს ესტუმრებიან.
27 წლის ქართველი გუანსი ენჩენის რიგებში იანვარში ჩაირიცხა და კლუბთან 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.
გუანსი ენგჩენი ჩინეთის სამხრეთით მდებარე რეგიონ გუანსის კლუბია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და, ქვეყნის მეორე ლიგის 9-ქულიანი უპირატესობით მოგების შემდეგ, 2026 წლის სეზონიდან პირველ ლიგაში (სუპერ ლიგის შემდეგი დივიიზიონი) ასპარეზობს.
არდაზიშვილი თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია, წლების განმავლობაში ლატვიაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც უთამაშია, 2025 წლის ივლისიდან კი გაგრაში გამოდიოდა და ეროვნული ლიგის 16 მატჩში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 1 გოლი და 4 ასისტი.