სლოვაკეთში, საჩემპიონო ჯგუფის მატჩში სლოვან ბრატისლავამ ჟილინა 4-3 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა.
აქედან ბოლო 4 ჩემპიონობის მონაწილე კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაც გახდა.
სლოვანმა სლოვაკეთის ჩემპიონი ისტორიაში 23-ედ მოიგო, დამატებით კი გუნდს ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატი 8-ჯერ აქვს მოგებული.
გურამ კაშიასთან ერთად აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც, რომელმაც ბრატისლავურ გუნდს ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოაგებინა.