ლევან ნონიკაშვილი სლოვაკეთის ჩემპიონატის ივლისისა და აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Slovakfutball-ი ავრცელებს.
ქართველმა ნახევარმცველმა სკალიცას შემადგენლობაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მიმდინარე გათამაშების საწყის ეტაპზევე გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები.
ნონიკაშვილმა ივლისსა და აგვისტოში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო, რამაც მისი კანდიდატურა თვის საუკეთესოების სიაში შეიყვანა.