ჩემპიონთა ლიგის ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩებში ბოლო 4 გუნდი გაირკვევა, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ახალ სეზონს დააკომპლექტებს.
ჩემპიონთა ლიგაზე გასული 3 გუნდი გაირკვა
ერთ-ერთ შეხვედრაში სლოვან ბრატისლავა საკუთარ მოედანზე დანიურ მიდტიულანდს მიიღებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს დაპირისპირება იმითაა საინტერესო, რომ სლოვაკური გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იცავს.
დანიაში ჩატარებული მატჩი გუნდებს შორის 1-1 დასრულდა, შესაბამისად სლოვანს სერიოზული შანსი აქვს, რომ დღეს კარგი თამაშის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, რაც სლოვაკური გუნდისთვის უდიდესი მიღწევა იქნება.
საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ გურამ კაშია ახლოსაა, რომ კიდევ ერთ კარიერულ მიზანს მიაღწიოს და ამჯერად მთავარ საკლუბო ტურნირზე იასპარეზოს.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ბრატისლავური გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია, რომელიც ასევე ახლოსაა კიდევ ერთ კარიერულ მიზანთან. 2010 წელს სპეციალისტმა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, ახლა კი დედაქალაქურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგასთანაა ერთ ნაბიჯში.
დღეს სულ 4 მატჩი გაიმართება.
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - დინამო ზაგრები (ხორვატია) / 0-3
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - ბოდო/გლიმტი (ნორვეგია) / 1-2
სლავია პრაღა (ჩეხეთი) - ლილი (საფრანგეთი) / 0-2
სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი) - მიდტიულანდი (დანია) / 1-1
მატჩების უფასო ლაივ სტრიმების ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.