• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონთა ლიგაზე გასული 3 გუნდი გაირკვა
ფეხბურთიფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე გასული 3 გუნდი გაირკვა

27 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგაზე ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა და ლიგაზე გასული 3 გუნდის ვინაობაც უკვე ცნობილია.


პირველ შეხვედრაში 3-2 მარცხის შემდეგ სტამბოლში გალათასარაიმ იანგ ბოიზი მიიღო, თუმცა ორმატჩიან დუელში სცენარის შეცვლა ვერ შეძლო და 0-1 დამარცხდა. თურქები ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური კი შვეიცარიულმა გუნდმა მოიპოვა.


პირველ მატჩში 0-2 გამარჯვების შემდეგ ზალცბურგმა დინამო კიევს უმასპინძლა და ორმატჩიანი დაპირისპირება გამარჯვებამდე მიიყვანა, ავსტრიული შეხვედრა 1-1 დასრულდა და რედ ბულის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, უკრაინელები კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ.


პრაღაში სპარტამ მალმოს უმასპინძლა და პირველი მატჩის შედეგი გაიმეორა, ჩეხებმა მეტოქე ორი შეხვედრის ჯამში 4-0 დაამარცხეს და ლიგის ბილეთი დამაჯერებლად მოიპოვეს.


დღევანდელი მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგას კიდევ 3 გუნდი შეემატა - იანგ ბოიზი (შვეიცარია), ზალცბურგი (ავსტრია) და სპარტა პრაღა (ჩეხეთი).


დამარცხებულები კი ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას - გალათასარაი (თურქეთი), დინამო კიევი (უკრაინა) და მალმო (შვედეთი).


საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში 4 მატჩია დარჩენილი და ლიგაზე მონაწილე კიდევ 4 გუნდი უნდა გაირკვეს:


ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - დინამო ზაგრები (ხორვატია) / 0-3

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - ბოდო/გლიმტი (ნორვეგია) / 1-2

სლავია პრაღა (ჩეხეთი) - ლილი (საფრანგეთი) / 0-2

სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი) - მიდტიულანდი (დანია) / 1-1


ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას აქვს, რომელიც ამას სლოვაკურ სლოვანთან ერთად შეეცდება.


მატჩების უფასო ლაივ სტრიმების ყურება adjarabetarena.com-ზე შეგიძლიათ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გაირკვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გაირკვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 მიზეზი, რატომაც კვარამ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 მიზეზი, რატომაც კვარამ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სექ, 2026

კვარა: "ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ"

News image

11 სექ, 2026

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გაირკვა

News image

11 სექ, 2026

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ

News image

11 სთ წინ

5 მიზეზი, რატომაც კვარამ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება