Full Contatct MTWF-ის გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ქუთათელაძე UFC-ის მებრძოლთა როსტერიდან ამოიღეს.
როგორც ჩანს, ქართველს კაუე ფერნანდესთან მარცხის შემდეგ ორგანიზაციაში შანსი აღარ მიეცემა.
ქუთათელაძემ UFC-ში 5 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 3 შემთხვევაში წააგო.
გურამმა მატეუშ გამროტსა და ჯორდან ვუჩენიჩს მოუგო, დამირ ისმაგულოვთან, ელვეს ბრენერთან და კაუე ფერნანდესთან კი მარცხი იწვნია.