იტალიის ნაკრები კრიზისშია.
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ იტალიელებს უარი უთხრა, ანდრეა პირლოს კანდიდატურა კი რუსულ ტოტალიზატორთან სკანდალური კავშირის გამო ოფიციალურად დაიბლოკა, ხელმძღვანელობას ბევრი ალტერნატივა არ დარჩენია. ასევე, საბოლოოდ გამოირიცხა ტიაგო მოტას დანიშვნის ვარიანტიც.
რუსული ტოტალიზატორი და იტალიის ნაკრები: ანდრეა პირლო ბრალდებებს პასუხობს
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, კრიზისში მყოფი გუნდი უდიდესი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა უნდა ჩაიბაროს. ახლა სიის პირველ ნომრად რობერტო მანჩინი განიხილება. ის ფავორიტთა სიაში თავად ანტონიო კონტეს უსწრებს და ყველაზე დიდი შანსი აქვს, ეროვნული გუნდის სათავეში დაბრუნდეს.