ანდრეა პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დაიკავებს.
ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება.
მხარეებს შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ამ დანიშვნაზე უარი წამოჭრილი მკვეთრი კრიტიკის გამო თქვა.
კერძოდ, ფედერაციის პრეზიდენტმა პირლოს კანდიდატურა რუსულ საბუკმეიკერო კომპანიასთან თანამშრომლობის გამო დაიწუნა.
აქამდე, იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი პეპ გვარდიოლამ და კარლო ანჩელოტიმაც თქვეს.
ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს.