• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
გვარდიოლას პასუხი VAR-ის სკანდალზე
ფეხბურთიფეხბურთი

გვარდიოლას პასუხი VAR-ის სკანდალზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა პიკს აღწევს.


მას შემდეგ, რაც არსენალმა ვესტ ჰემთან VAR-ის საკამათო გადაწყვეტილებით მოიგო და ლიდერობა გაიმყარა, მთელი ყურადღება მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელისკენ, პეპ გვარდიოლასკენ იყო მიპყრობილი.


„დაივიწყეთ ის, რასაც ვერ აკონტროლებთ“


მიუხედავად იმისა, რომ არსენალს გაუქმებულმა გოლმა 79 ქულა და 5-ქულიანი უპირატესობა მოუტანა, გვარდიოლა პროვოკაციას არ წამოეგო. პრესკონფერენციაზე პეპმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ სხვის მატჩებზე ნერვიულობას არ აპირებს.

„კრისტალ პალასი - მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩემი კარიერის განმავლობაში ვისწავლე: ის, რასაც ვერ აკონტროლებ, უბრალოდ დაივიწყე. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის, რაც ამ სეზონში კარგად ვერ გავაკეთეთ. ბრძოლას ვაგრძელებთ და შემდეგი მეტოქე პალასია,“ - განაცხადა გვარდიოლამ.


როტაციის შიში და პალასის ფაქტორი


ვითარებას ართულებს ისიც, რომ კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის ფინალისთვის ემზადება, რის გამოც გუნდის მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, სიტისთან მატჩში როტაცია დააანონსა. ამან ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ლონდონელები სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაწევენ, თუმცა გვარდიოლა მეტოქეს აფასებს: „ისინი პროფესიონალები არიან და ჩვენს წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ითამაშებენ“.


სატურნირო მდგომარეობა: 36 ტურის შემდეგ


ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სათავეში არსენალია 79 ქულით (36 მატჩი), სიტის კი 74 ქულა აქვს, თუმცა ერთი გამოტოვებული თამაში რეზერვშია. თუ გვარდიოლას გუნდი პალასთან ქულებს დაკარგავს, არტეტას გუნდი ტიტულთან ისტორიულად ახლოს აღმოჩნდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენალი
მან სიტი
პეპ გვარდიოლა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიული შედეგი - რაია პრემიერ ლიგის ლეგენდების გვერდით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული შედეგი - რაია პრემიერ ლიგის ლეგენდების გვერდით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სქოულზის მოულოდნელი ვერდიქტი ვესტ ჰემის გაუქმებულ გოლზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სქოულზის მოულოდნელი ვერდიქტი ვესტ ჰემის გაუქმებულ გოლზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არტეტას აფრთხილებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არტეტას აფრთხილებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნი: "ის არსენალის წარმატების მთავარი გასაღებია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რუნი: "ის არსენალის წარმატების მთავარი გასაღებია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

ისტორიული შედეგი - რაია პრემიერ ლიგის ლეგენდების გვერდით

News image

12 სთ წინ

სქოულზის მოულოდნელი ვერდიქტი ვესტ ჰემის გაუქმებულ გოლზე

News image

11 სთ წინ

ნევილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არტეტას აფრთხილებს

News image

10 სთ წინ

რუნი: "ის არსენალის წარმატების მთავარი გასაღებია"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება