კოლო ტურე ყოფილ გუნდში დაბრუნდა.
მან სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოტდიუვარელი ექს-ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
ტურე სიტიში 2009-2013 წლებში თამშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონატი, თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო.
2024 წლიდან ის მან სიტის 18-წლამდელთა გუნდში მუშაობდა მწვრთნელის ასისტენტად.
კოლო ტურეს მთავარი მწვრთნელობის გამოცდილებაც აქვს - 2022-2023 წლებში ის უიგანში მუშაობდა.