მანჩესტერ სიტის მარჯვენა მცველი კაილ უოკერი კარიერას ბარნლიში გააგრძელებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ბარნლი უოკერის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
თავად ინგლისელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა მეორე წელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ახალ სეზონში უოკერი გუნდის მატჩების მინიმუმ 70%-ში მიიღებს მონაწილეობს და ბარნლი პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
უახლოეს პერიოდში უოკერი კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
2024/25 სეზონის მეორე ნახევარი ვეტერანმა ფეხბურთელმა იჯარით მილანში გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა არ მოისურვა.