არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ენცო მარესკა პეპ გვარდიოლას დონით არ ჩამოუვარდება.
იტალიელმა სპეციალისტმა ამ ზაფხულს მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ გვარდიოლა შეცვალა.
„სიტყვები არ მეყოფა იმის აღწერას, რასაც პეპმა მიაღწია. პირველ რიგში, პრემიერ ლიგისთვის და მთელი ქვეყნისთვის მან ფეხბურთის გაგების ახალი გზა გახსნა. მან თამაში სრულიად სხვა დონეზე აიყვანა და სტანდარტები არნახულ სიმაღლემდე აწია.
ის გამოჩენილი, უნიკალური და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ვფიქრობ, პრემიერ ლიგას ის დააკლდება. არ ვიცი, სხვა მწვრთნელებს ასე ძალიან მოენატრებათ თუ არა, მაგრამ პირადად მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ დროისთვის, რაც მასთან ერთად გავატარე.
მან თამასა ყველა მწვრთნელისა და გუნდისთვის აწია და აიძულა ისინი, სხვანაირად ემუშავათ და ეაზროვნათ. ეს ნამდვილი სიამოვნება იყო.
ახლა მოვიდა ენცო - და ის პეპზე ნაკლები არ არის, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობ. ის კლუბში თავის ხელწერას და რაღაც განსხვავებულს შეიტანს“, - განაცხადა არტეტამ.