ჰალანდის გინესის რეკორდები - რა ისტორიული მიღწევები აქვს ნორვეგიელს?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერლინგ ჰალანდმა გინესის მსოფლიო რეკორდების ოთხი ახალი სერტიფიკატი მიიღო, რის შემდეგაც იგი „Guinness World Records Football Edition 2027“-ის გარეკანზეც გამოჩნდა.
მან სერტიფიკატები შემდეგი ისტორიული მიღწევებისთვის მიიღო:
1) პრემიერ ლიგის რეკორდი - ჰალანდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 100 გოლის გატანის ყველაზე სწრაფი რეკორდი დაამყარა. მან ეს მანჩესტერ სიტიში დებიუტიდან 111 მატჩში, 2025 წლის 2 დეკემბერს ფულემის წინააღმდეგ შეძლო.
2) სადებიუტო სეზონის შედეგი - ბორუსია დორტმუნდიდან ტრანსფერის შემდეგ, მან ინგლისში პირველივე სეზონში 38-მატჩიან პრემიერ ლიგის სეზონში ყველაზე მეტი, 36 გოლი გაიტანა და ენდი კოულისა და ალან შირერის (34 გოლი) რეკორდები მოხსნა.
3) საერთაშორისო ასპარეზი - ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მან უეფას ერთა ლიგაში ყველაზე მეტი, 19 გოლი გაიტანა (2020 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში), რითაც უახლოეს კონკურენტს ოთხი გოლით გაასწრო.
4) ჩემპიონთა ლიგის რეკორდი - ჰალანდმა სერტიფიკატი უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვისაც მიიღო. მან 2023 წლის 14 მარტს ლაიფციგის კარში 5 გოლი გაიტანა და ლიონელ მესისა და ლუის ადრიანოს რეკორდი გაიმეორა.