პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა რაფაელ ლისბოამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი თბილისში მოსაგებად ჩავიდა.
მისი თქმით, აგვისტოში განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიამ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ლისბოამ აღნიშნა, რომ გადამწყვეტ მონაკვეთში სიმშვიდის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
კალათბურთელმა განაცხადა:
ჩვენი მიზანი მატჩის მოგებაა. წინა შეხვედრაში ქართველები ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ, განსაკუთრებით მატჩის დასკვნით მონაკვეთში. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ის ამ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. ყოველთვის თავდაჯერებულები ვართ, არავის წინააღმდეგ თამაშის არ გვეშინია და გვჯერა, რომ აქ გამარჯვება შეგვიძლია.
შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, პორტუგალიას კი 5 გამარჯვება და 4 წაგება. გუნდების პირველი მატჩი აგვისტოში საქართველომ 98:90 მოიგო.
საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა დღეს, 29 ნოემბერს, 19:30 საათზე დაიწყება.