საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის 12-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
სერბმა სპეციალისტმა გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლაზე უარი თქვა, გუნდი პარკეტზე ზუსტად იმ მოთამაშეებით გავა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ათენში საბერძნეთის ნაკრების დამარცხება შეძლეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თორნიკე შენგელია, რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, დუდა სანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ოჩხიკიძე.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება 28 აგვისტოს პორტუში გაიმართა და ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით (98:90) დასრულდა. საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.