ჰაიტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ისე მოიპოვა, რომ არცერთი საშინაო მატჩი არ ჩაუტარებია, ეს კი მაშინ, როცა მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს.
2021 წელს ჰაიტის პრეზიდენტი ჟომველ მოიზი მოკლეს, რამაც ქვეყანა უკიდურეს არასტაბილურობაში ჩააგდო.
მას შემდეგ შეიარაღებულმა ბანდებმა ჰაიტის დიდი ნაწილი დაიკავეს, დღეს დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის 85% ბანდების კონტროლქვეშ არის.
ეროვნული სტადიონი სილვიო კატორი კი სრულად დატყვევებულია და გამოსაყენებლად უვარგისია. ჰაიტი საკუთარ ქვეყანაში 4 წელია საშინაო მატჩს აღარ ატარებს, ამის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, საშინაო მატჩები კურასაოში ეთამაშათ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰაიტის ნაკრებმა შეძლო და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჰაიტი აქამდე ერთადერთხელი არის ნამყოფი მუნდიალზე, ისიც შორეულ 1974 წელს.
კურასაო - ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც მუნდიალზე გასულა